суббота, 26 октября 2013 г.

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია N 5

დღეს გავიარეთ ტრენინგის მესამე მოდული...ძალიან საინტერესოდ ჩაიარა ოთხმა საათმა, მასალების ძიებაში დრო უეცრად გაგვიფრინდა :) ვისწავლეთ ჩვენთვის საინტერსო მასალები ინტერნეტში როგორ მოვიძიეთ, მოვინიშნოთ, შემდეგ გადმოვწეროთ და გამოვიყენოთ შესაბამისად. მართალია , ინფორმაციული თავალსაზრისით მასალა ძალიან დიდია და ვრცელი, მაგრამ საინტერესო და მეტად საჭირო. იმედია, შევძლებ ყველაფერი გავიაზრო და პრაქტიკაში გამოვიყენო :)

воскресенье, 20 октября 2013 г.

მეთხე დღის რეფლექსია N4

ისე გავიდა დრო, რომ ვერ გავიგე...დღევანდელი დღე, ვთვლი, რომ ძალიან ნაყოფიერი გამოდგა... კიდევ ერთხელ გავიხსენეთ სლაიდების აწყობის ტექნიკა. ჩემთვის კონკრეტულად სიახლე იყო ის, რომ აწყობილი ნამუშევარი ბლოგზე ავტვირთეთ; ვისწავლეთ, როგორ უნდა ჩაგვესწორებინა რაღაცის არმოწონების შემთხვევაში. გავიხსენე, რა არის EMBED KODE.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

суббота, 19 октября 2013 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები

  •    ზოგადი კითხვა:
  • არის თუ არა სიყვარული პიროვნების ჰარმონიისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი?




           თემატური კითხვები :

  • რამდენად ეხმიანება დღევანდელობას სხვადახვა პერიოდის მწერალთა დამოკიდებულებები ქალბატონებისადმი?
  • როგორ იყენებენ სიტყვებს მწერლები საკუთარი განცდებისა და ემოციების გადმოსაცემად?
  • რა ძალა აქვს ხატოვან გამონათქვამებს?არის თუ არა გადამწყვეტი  ეპოქის  გავლენა ადამიანთა ურთიერთობაზე
   
         შინაარსობლივი კითხვები: 


  • რა  პრობლემებს,  განცდებს, ემოციებს  ვხვდებით პირად წერილებში?
  • რომელი პოეტის ან მწერლის მიმოწერაა მისაბაძი თქვენთვის?
  • რა საერთო დაინახეთ ქართველ და უცხოელ მწერალთა მიმოწერაში?

მესამე დღის რეფლექსია N3

 ვთვლი, რომ  დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.... როგორც იქნა მივაგენი ჩემს დოკუმენტებს googl-ში. ძალიან კმაყოფილი ვარ. ზოგადად ბევრი ინფორმაცია მივიღე, ბევრი გავიხსენე და წარმატებით გამოვიყენე ჩემი პტოექტის გეგმის დამუსავების დროს. განსაკუთრების სახალისო იყო ერთ დოკუმენტის დამუშავებას რომ მეგობრებსაც ვუზიარებდი და მათ აზრებს, შენიშვნებს ვითვალისწინებდი.( რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში ვხალისობდით კიდეც.... :) )  პოზიტიური  განწყობიტ მივდივარ სახლში. დიდი მადლობა ნინო მასწავლებელს :) 

მეორე დღის რეფლექსია N2

ვრწმუნდები, რომ ნამდვილად საინტერესო და ჩემთვის  საჭირო ადგილას მოვხვდი. მომეწონა  აქტივობა, რომელიც გულისხმობ სხვისი ბლოგის დათვალიერებას და კომენტარის დატოვებას. ინტერესით ვეცნობოდი მათ. ასევე დღევანდელი დღე გაჯერებული იყო სხვადსსხვა  ინფორმაციით.  კერძოდ, კიდევ ერთხელ გადავხედეთ საგნის სტანდარტს, გავიაზრეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ვემზადებით  უკეთ  დავგეგმოთ  ჩვენი პროექტი.

суббота, 12 октября 2013 г.

პროექტი ,,როგორ უყვარდათ საქართველოში''

პროექტის შინაარსი ასე წარმომიდგენია:მოსწავლეები მოიძიებენ და შეისწავლიან ქართულ ლიტერატურაში, სხადასხვა საუკუნეში შექმნილ პირად წერილებს. გაანალიზებენ. გაუკეთებენ შესაბამის კომენტარებს და საუკუნეების მიხედვით მოუძებნიან პარალელებს უცხოურ ლიტერატურაში. ასევე, დაუკავშირებენ თანამედროვე ცხოვრებას და გამოიტანენ შესაბამის დასკვნებს. მოსწავლეები იმუშავებენ გუნდური პრინციპით, კონკრეტული საკითხის უკეთ გააზრების მიზნით შექმნიან მიზნობრივ გეგმებსა და პროდუქტს. გამოიკვლევენ საჭიროებებსა და რესურსების ნუსხას. განსაზღვრავენ მოქმედების კურსს.

ინტელის ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია N1

საკმაოდ საინტერესო ტრენინგი აღმოჩნდა. მოლოდინი გამიმართლდა. ძალიან სასიამოვნოა კომპიუტერთან მუშაობა და სიახლეების გაზიარება. მით უმეტეს როცა მივიწყებულს იხსენებ და აღმოაჩენ, რომ თურმე ყველაფერი გახსოვს... ასე მგონია, აღნიშნული ტრენინგი ჩემს საჭიროებეზეა გათვლილი. ახლა ჩემთვის უფრო თვალნათელი გახდა, როგორ შეიძლება გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში, შევქმნა საინტერესო რესურსები და მაქსიმალურად ჩავრთო მოსწავლეები სასწავლო პროცესში. ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, დაეხმარება მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების გააქტიურებასა და მოტივაციის ამაღლებაში. საბოლოოდ კი ხელს შეუწყობს მიაღწიონ უკეთეს სასწავლო შედეგებს.